logo_geo
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი პოსტიდან გადადგა
- +

27 იანვარი. 2020. 18:18

 

 

 

სლოვენიაში პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარიან შარეცი თანამდებობიდან გადადგა. როგორც მარიან შარეცმა განმარტა, მისი მთავრობა მნიშვნელოვანი კანონების მიღებას ვერ ახერხებს, ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა.

 

მე ვერ გავამართლებ ხალხის ნდობას. ვფიქრობ, ეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი, – განაცხადა მარიან შარეცმა. შეგახსენებთ, რომ შარეცის მთავრობა პარლამენტმა 2018 წლის ნოემბერში დაამტკიცა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი