logo_geo
კორონავირუსმა უკვე 100-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ დონალდ ტრამპს გეგმა აქვს
- +

28 იანვარი. 2020. 11:44

 

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორნავირუსმა  2019-nCoV ჩინეთში 106 ადამიანი იმსხვერპლა, 4515 კი დაინფიცირებულია. ამის შესახებ BBC წერს.

 

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 26 პაციენტი დაიღუპა, აქედან 24 ხუბეის პროვინციაში, ერთი პეკინში, კიდევ ერთი კი - ჰაინანის პროვინციაში.

 

ექიმები ეჭვობენ, რომ ვირუსი კიდევ 6973 ადამიანს აქვს, 60 პაციენტი საავადამყოფოებიდან გაწერეს. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 44 132 ადამიანი რჩება, რომლებსაც დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.

 

მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გეგმა აქვს, ის ოფიციალურ პეკინს დახმარებას სთავაზობს.

 

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით აშშ-სა და ჩინეთს შორის კომუნიკაცია  უკვე შედგა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე წერს, რომ ჩინეთის პრეზიდენტს დახმარება შესთავაზა. 

 

„აშშ-ში ვირუსის ძალიან მცირე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სიტუაციას მკაცრად ვაკონტროლებთ. ჩინეთს საჭირო დახმარება შევთავაზეთ. ჩვენ არაჩვეულებრივი ექსპერტები გვყავს“, - დაწერა ტრამპმა.

 

 

 

big_banner
არქივი