logo_geo
დააკავეს მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებს
- +

28 იანვარი. 2020. 11:48

 

ჩინეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებს.

 

ინციდენტი პეკინთან ახლოს, ტუნჯოუს დასახლებაში მოხდა. მამაკაცმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა და სხვა ადამიანების ინფიცირებას ცდილობდა.

 

როგორც პოლიციაში აცხადებენ, მამაკაცი ამტკიცებდა, რომ სპეციალურად მიდიოდა მასობრივი შეკრების ადგილებში და ვირუსის გავრცელებას ცდილობდა.

 

როგორც სამართალდამცველებმა გაარკვიეს, სოციალურ ქსელში ჩანაწერის ავტორი 22 წლის მამაკაცი იყო და ის იტყუებოდა. სინამდვილეში კორონავირუსით საერთოდ არ იყო ინფიცირებული.

 

ამჟამად მამაკაცი დაკავებულია. მას ბრალად ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება. გამოძიება კი გრძელდება. ჩინეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ პანიკის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

 

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში 106 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი 4000-ს აჭარბებს. ვირუსი დაფიქსირდა ჰონგ კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში და გერმანიაში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი