logo_geo
პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა - ტრამპმა „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა
- +

29 იანვარი. 2020. 11:41

 

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა.

 

ტრამპის ინიციატივა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისი იქნება, სადაც აშშ თავის საელჩოს გახსნის.

 

ამასთან, გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენტიტს უჭერს მხარს.

 

ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა კონცეპტუალურ რუკას მოიცავს, რომელზეც, აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულია ტერიტორია, რომლის დათმობასაც ისრაელი გეგმავს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუკის მიხდევით, პალესტინის ტერიტორია ორმაგდება.

 

ტრამპი პალესტინელებს ოთხწლიან ვადას უწესებს, რა დროსაც ისინი ისრაელთან უსაფრთხოების საკითხებზე უნდა შეთანხდნენ, ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ თავდასხმების განხორციელება უნდა შეაჩერონ და პალესტინის სახელწიფოს ჩამოყალიბების მიზნით მმართველი ინსტიტუტები შექმნან.

 

აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, გეგმა შეესწავლა.

 

„მე მას ავუხსენი, რომ მისი ახალი სახელმწიფოსთვის გამოყოფილი ტერიტორია ოთხი წლის განმავლობაში ღია და ხელშეუხები დარჩება. ამ დროის მანძილზე პალესტინელებს შეუძლიათ, მთელი სიფრთხილით შეისწავლონ გარიგების პირობები, მოელაპარაკონ ისრაელს, მიაღწიონ სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო კრიტერიუმებს და გახდნენ მართლაც დამოუკიდებელი და საუცხოო სახელმწიფო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

„ბიბისი“ ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნეთანიაჰუ მოსკოვში ჩავა და ტრამპის შეთავაზებებს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განიხილავს.

 

 

 

big_banner
არქივი