logo_geo
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ასი დღის სამუშაო გეგმა გამოაქვეყნა
- +

23 ნოემბერი. 2016. 11:29



აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობს, თუ რას მოიმოქმედებს თავისი პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაში.



ვაპირებ, გამოვცე ბრძანება ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის პოტენციურ კატასტროფას წარმოადგენს. ამის ნაცვლად, მოლაპარაკებებს ჩავატარებთ სამართლიანი ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების შესახებ, რომლებიც აშშ- სამუშაო ადგილებსა და წარმოებას დაუბრუნებს", - აცხადებს დონალდ ტრამპი.



ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა სავაჭრო შეთანხმებაა, რომელსაც ხელი მოაწერეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 12 ქვეყანამ 2016 წლის თებერვალში. აღნიშნული შეთანხმების მიზანია სატარიფო ბარიერების შემცირება, ასევე შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში შიდა წესების რეგულირება, ისეთ სფეროებში როგორიც არის შრომითი კანონმდებლობა, ეკოლოგია, ინტელექტუალური საკუთრება.



ტრამპმა ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ მოითხოვს ყველა სავიზო დარღვევების საქმეების გამოძიებას.



მითითებას მივცემ შრომის სამინისტროს, გამოიძიონ სავიზო პროგრამის ყველა დარღვევები, რომლებიც ძირს უთხრიან ამერიკელი მუშების მდგომარეობას", - აცხადებს დონალდ ტრამპი.

 



 

big_banner
არქივი