logo_geo
როჯერ ფედერერი უცენზურო სიტყვების გამო, 3000 დოლარით დააჯარიმეს
- +

29 იანვარი. 2020. 16:32

 

 

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ფულადი ჯარიმა მიიღო უცენზურო სიტყვებისთვის, რომელიც ამერიკელ ტენის სანდგრენთან მეოთხედფინალის დროს გამოიყენა. შვეიცარიელ ჩოგბურთელს სამი ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.

 

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ეს უკვე მეორე ფულადი ჯარიმაა, რომელიც „დიდი სლემის” ტურნირებზე ფედერერს მიუღია. პირველად როჯერი 2009 წლის აშშ-ის ღია პირველობის ფინალში დააჯარიმეს და მაშინაც უცენზურო სიტყვებისთვის.

 

როჯერ ფედერერმა სანდგრენი ხუთ სეტში დაამარცხა და ნახევარფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩზე გავიდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი