logo_geo
მაიკ პომპეო უკრაინაში 30 იანვარს ჩავა
- +

29 იანვარი. 2020. 19:13

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხვალ უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ „Deutsche Well“ წერს. 

 

მაიკ პოპმეო კიევში თვის დასაწყისში უნდა ჩასულიყო, თუმცა მისი ვიზიტი ერაყში სიტუაციის გამწვავების გამო გადაიდო. პომპეო უკრაინას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მინი ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. ის კიევის გარდა ბელარუსში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ჩავა.

 

მაიკ პომპეო არა მარტო აშშ-ის მთავრობის პირველი პირი გახდება, რომელიც კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩავა, არამედ პირველი ჩინოსანიც ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდა.

 

შეგახსენებთ რომ, 15 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას მხარი დაუჭირა, 21 იანვარს კი სენატმა საკითხის განხილვა დაიწყო. მანამდე კი დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესს იმპიჩმენტის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარუდგინა. 

.

 

big_banner
არქივი