logo_geo
რუსეთის მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კურატორად ვიცე-პრემიერი დანიშნა
- +

30 იანვარი. 2020. 11:20

 

რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი ოკუპირებულ აფხაზეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და ოკუპირებულ ყირიმთან, ასევე, კალინინგრადთან თანამშრომლობას კურირებას გაუწევს. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

ამ ინფორმაციის თანახმად, ხუსნულინი კოორდინაციას გაუწევს აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების მუშაობას, გასცემს მითითებებს ფედერალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის შესახებ ყირიმსა და სევასტოპოლში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

 

მარატ ხუსნულინი ბოლოს მოსკოვის მერის მოადგილე იყო, რომელიც ქალაქმშენებლობის საკითხებს კურირებდა.

 

big_banner
არქივი