logo_geo
კორონავირუსი, შესაძლოა გლობალურ საფრთხედ აღიარონ
- +

30 იანვარი. 2020. 12:02

 

„სამყარო კორონავირუსთან საბრძოლველად მზად უნდა იყოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

დღეს დახურულ კარს მიღმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის შეხვედრა გაიმართება, რომელიც იმსჯელებს უნდა გამოცხადდეს თუ არა კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ.

 

ეპიდემიის ეპიცენტრი ჩინეთის ქალაქი უხანია, თუმცა, ვირუსი ჩინეთის ყველა პროვინციაშია დაფიქსირებული.

 

გარდა ამისა, ვირუსი ჩინეთს გარეთ 16 ქვეყანაში დაფიქსირდა.

 

ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 170 ადამიანს აღწევს, ხოლო დაინფიცირებულია 7 ათასზე მეტი ადამიანი.

 

ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ვაქცინის შესაქმნელადაც, თუმცა, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ჯერ არ არსებობს.

 

 

big_banner
არქივი