logo_geo
ილონ მასკი ერთ საათში 2,3 მილიარდი დოლარით გამდიდრდა
- +

30 იანვარი. 2020. 13:29

 

ამერიკელი მეწარმის ილონ მასკის შემოსავალი კომპანია „Tesla“-ს ბაზრის კაპიტალიზაციის გამო, ერთი საათის განმავლობაში 2,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

 

„Blooomberg“-ის ინფორმაციით, კომპანიის აქციათა ღირებულება ნიუ-ორკის საფონდო ბირჟაზე თავდაპირველად  2,49 პროცენტით, შემდეგ კი, 12 პროცენტით გაიზარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის გამო მასკის შემოსავალი 36 მილიარდამდე გაიზარდა.

 

ილონ მასკს კომპანია „Tesla“-ს  22 პროცენტი ეკუთვნის.

 

„Tesla“ 2003 წელს დაარსდა, როგორც ელექტრომობილების და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების შემქმნელი და მწარმოებელი კომპანია. კომპანიის შტაბ-ბინა კალიფორნიაში მდებარეობს.

 

 

big_banner
არქივი