logo_geo
ჩინეთში ვირუსის სპეციალურად გავრცელება, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს
- +

30 იანვარი. 2020. 14:54

 

ხუბეის პროვინციის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსით დაავადებული ადამიანები კარანტინს თავს აარიდებენ, მაშინ ისინი იძულებული გახდებიან, რომ დაინფიცირებული ადამიანები დააკავონ და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან.

 

სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი სხვა ადამიანის დაინფიცირებას სპეციალურად შეეცდება.

 

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ისინი ვალდებულნი არიან, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გულგრილობას ებრძოლონ.

 

გარდა ამისა, შესაძლოა დაისაჯონ ის ადამიანებიც, რომლებიც ქალაქში სხვადასხვა ადგილებზე სპეციალურად აფურთხებენ ვირუსის გავრცელების მიზნით.

 

ხუბეის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ასევე დაცული იქნება მედპერსონალიც. მათზე თავდასხმის შემთხვევაში ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას აანონსებენ.

 

შეგახსენებთ რომ, ახალი ტიპის კორონავირუსს უკვე 170 ადამიანი ემსხვერპლა, 7 711 კი დაინფიცირებულია.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი