logo_geo
კორონავირუსის გავრცელების გამო, რუსეთი ჩინეთთან საზღვარს კეტავს
- +

30 იანვარი. 2020. 14:58

 

კორონავირუსის გავრცელების გამო, რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთთან საზღვარს ჩაკეტავს.

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

 

მოსკოვის გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შორეულ აღმოსავლეთში რუსეთი ჩინეთს, იაპონიას, ჩრდილოეთ კორეას და აშშ-ს ესაზღვრება.

 

რუსეთში ოპერატიულ შტაბს ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ტატიანა გოლიკოვა ხელმძღვანელობს. ჩინეთის ხელისუფლებამ დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის გავრცელების შესახებ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს განაცხადა. ახალი ტიპის კორონავირუსს უკვე 170 ადამიანი ემსხვერპლა, 7 711 კი დაინფიცირებულია.

 

 

 

big_banner
არქივი