logo_geo
იდლიბის პროვინციაში რუსეთის სამხედრო ავიაციის დაბომბვას 10 მოქალაქე ემსხვერპლა
- +

30 იანვარი. 2020. 16:52

 

სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის სამხედრო ავიაციის დაბომბვას 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

 

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავების ავიაიერიშის სამიზნე საავადმყოფო და საცხობი გახდა. გამოცემა წერს, რომ საჰაერო დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 37 ადამიანმა მიიღო, საავადმყოფოს შენობა კი დაინგრა.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ არიჰაში განხორციელებულ დაბომბვას, საავადმყოფოს რამდენიმე თანამშრომელიც ემსხვერპლა. დაბომბვის ადგილას ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

 

რუსეთის სამხედრო ავიაციის დახმარებით, სირიის ხელისუფლება ამბოხებულების მიერ კონტროლირებული ბოლო რეგიონის დაკავებას გასული წლის აპრილიდან ცდილობს.

 

big_banner
არქივი