logo_geo
გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ სწრაფად იზრდება ტყის ხანძარი ავსტრალიაში
- +

30 იანვარი. 2020. 17:09

 

BBC ავრცელებს 4 იანვარს სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ სწრაფად ვრცელდება ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსში ტყის ხანძარი.

 

ვიდეოში ჩანან მეხანძრეები, რომლებიც სასწრაფოდ ტოვებენ ტერიტორიას, სანამ ტყის ხანძარი უცბად გადაიწევს მათი ადგილსამყოფლისკენ. ვიდეო იმის მაგალითია, თუ როგორ სწრაფად ვრცელდება ტყის მასივში ხანძარი. მეხანძრეების მიერ ადგილის დატოვებიდან ზუსტად 23 წუთში ხეებს ცეცხლი უცბად მოედო და ხანძარიც გაძლიერდა.

 

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი