logo_geo
ნეთანიაჰუმ პუტინთან ტრამპის „საუკუნის შეთანხმება“ განიხილა
- +

30 იანვარი. 2020. 18:40

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთის საშვიდობო გეგმა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას „Deutsche Welle“ ავრცელებს.

 

„DW“-ს ცნობით, ნეთანიაჰუმ ასევე გამოიყენა შესაძლებლობა და პუტინს მადლობა გადაუხადა ისრაელელი ქალის შეწყალებაზე, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული.

 

საუბრის დასაწყისში ნეთანიაჰუმ პუტინს უთხრა, რომ სურს გაიგოს პუტინის შეხედულებების შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი „ძალების გაერთიანებით მშვიდობის მიღწევა“. 

თქვენ პირველი ლიდერი ხართ, ვისაც ვესაუბრები ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპმთანსაუკუნის შეთანხმებაზე ვიზიტის შემდეგ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ

 

შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმირ პუტინს, როგორც „DW“ წერს, ამ შეთანხმების შესახებ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა და მოძრაობა „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „საუკუნის შეთანხმებას“  მხარი არ დაუჭირეს.

 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი სამშვიდო შეთანხმების ინიციატივით 29 იანვარს გამოვიდა. შეთანხმება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს.

 

big_banner
არქივი