logo_geo
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ხელშეკრულება საბოლოოდ დამტკიცდა
- +

30 იანვარი. 2020. 19:21

 

ევროკავშირმა ბრიტანეთის გასვლის ხელშეკრულება საბოლოოდ დაამტკიცა.

 

ევროკავშირის შემადგენლობიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას საბოლოო თანხმობა ევროკაშირის საბჭომ მისცა. ამ ნაბიჯით ბრიუსელმა შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი ბოლომდე დაასრულა. შესაბამისად, ბრიტანეთს ევროკავშირიდან სრულად გასვლა უკვე 31 იანვრიდან შეუძლია.

 

ევროკავშირში ამიერიდან 27 წევრი სახელმწიფო იქნება. ევროკავშირს და ბრიტანეთს ახალი ურთიერთობების დაწყება 1 თებერვლიდან შეუძლიათ.

 

big_banner
არქივი