logo_geo
„Huawei“-მ შესაძლოა, „Google“ -ს სერვისები საერთოდ აღარ გამოიყენოს
- +

31 იანვარი. 2020. 17:13

 

 

კომპანია „Huawei“ „Google“-ს სერვისებს აღარ დაუბრუნდება. ამერიკული კორპორაციის სერვისების გამოყენებაზე საბოლოო უარის შესახებ „Huawei“-ს რეგიონულმა მენეჯერმა ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამის შესახებ „Der Standart“ წერს.

 

ფრედ ვანფეის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ კომპანიას შეზღუდვებს მოუხსნის, ის სმარტფონებისთვის სერვისების არჩევაში დამოუკიდებელ მიდგომას გამოიყენებს. მისივე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ახალი პოლიტიკური კონფლიქტების შემთხვევაში, „Huawei“ -ს არ სურს, ვინმეზე დამოკიდებული იყოს.

 

როგორც გამოცემა წერს, ეს იმას ნიშნავს, რომ „Huawei“-მ შესაძლოა თავის გაჯეტებში „Google“-ს სერვისები საერთოდ აღარ გამოიყენოს.

 

გასული წლის 15 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი