logo_geo
აშშ ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას აცხადებს
- +

1 თებერვალი. 2020. 11:46

 

აშშ-ში ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც სარისკო ჯგუფად ჩაითვლებიან, ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებენ, ხოლო პოტენციური რისკის მატარებლები კარანტინში მოთავსდებიან.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის მანძილზე ჩინეთში იმყოფებოდნენ, ქვეყანაში აღარ შეუშვებენ.

 

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე აშშ-ში კორონავირუსი 5 პირს უფიქსირდება, ხოლო კარანტინის პირობებში დაკვირვება 195 ამერიკელზე მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი