logo_geo
უკრაინაში ცირკში ცხოველების გამოყენებას აკრძალავენ
- +

1 თებერვალი. 2020. 12:45

 

უკრაინის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო 2021 წლიდან ამზადებს კანონპროექტს, რომელიც  ცხოველების გამოყენებას ცირკებსა და გასართობ შოუებში კრძალავს. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

 

აკრძალვა ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე მოძრავ ცირკსაც.

 

„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ კანონპროექტი იქნება მიღებული, რადგან ეს საზოგადოების დიდი სურვილია“, - განაცხადა უკრაინის კულტურის  მინისტრის მოადგილემ ირინა პოდოლიაკმა.

 

კულტურის სამინისტროში, 2020 წლიდან, ცირკს პროგრამის განახლებას სთავაზობენ. დღესდღეობით, უკრაინის შვიდ სახელმწიფო ცირკში 317 ცხოველი იმყოფება, მათგან 96 კი სახელმწიფო საკუთრებაა.

 

აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ შეეხება იმ ცხოველებს, რომლებიც თერაპიასა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობენ.

 

ადრე უკრაინის კულტურის სამინისტროში, ეკოპარკებისთვის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მათ ცხოველების მათი საჭიროებების მიხედვით მოვლას ავალებდა.

 

 

 

big_banner
არქივი