logo_geo
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება
- +

1 თებერვალი. 2020. 13:20

 

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება. ამის შესახებ განცხადება სენატში მას შემდეგ გააკეთეს, რაც სენატორებმა უარი თქვეს მოწმეების დაკითხვაზე.

 

„დემოკრატები“ სენატში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ჯონ ბოლტონის დაბარებას ითხოვდნენ.

 

კენჭისყრის დროს ამ მოთხოვნას „დემოკრატების“ გარდა, მხარი მხოლოდ ორმა „რესპუბლიკელმა“, სიუზან კოლინსმა და მიტ რომნიმ დაუჭირა, რაც სენატში „რესპუბლიკელების“ უმრავლესობის დასაძლევად საკმარისი არ იყო.

 

აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში აქვს წაყენებული ბრალი.

 

როგორც ამერიკული მედია წერს, სენატში უმრავლესობაში მყოფი „რესპუბლიკელებიდან“ არც ერთი არ აპირებს, ხმა პრეზიდენტის გადაყენებას მისცეს.

 

მეტიც, არსებობს ეჭვი, რომ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს რამდენიმე „დემოკრატი“ არ დაუჭერს მხარს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის გამარჯვება იქნება.

 

big_banner
არქივი