logo_geo
ზელენსკიმ აშშ-ს დონბასისა და ყირიმის საკითხებში წარმომადგენლის დანიშვნა სთხოვა
- +

1 თებერვალი. 2020. 13:25

 

კიევში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ „Deutsche Welle“ წერს. 

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაიკ პომპეოს სახელმწიფო დეპარტამენტში დონბასის კონფლიქტისა და ყირიმის დეოკუპაციის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის პოსტის შექმნა შესთავაზა. 

 

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ ჩინოსანს ამ საკითხებთან დაკავშირებით თანმიმდევრული პოზიციისთთვის მადლობა გადაუხადა.

 

აშშ იყო, არის და იქნება უკრანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ჩვენი მთავარი მოკავშირე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ამასთან, მან სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა. ზელენსკის განმარტებით, ვაშინგტონი გეგმავს კიევს 2020 წელს სახელმწიფო დახმარების პროგრამის ფარგლებში 700 მილიონი დოლარი გამოუყოს. აქედან 365 მილიონი დოლარი თავადაცვაზე დაიხარჯება.

 

თავის მხრივ, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებასა და ევროკავშირთან დაახლოებას.

 

აშშ უკრაინას ხედავს, როგორც ქვეყანას, რომელიც იბრძვის თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

პომპეო უკრაინას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მინი-ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. ის კიევის გარდა ბელარუსში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ჩავა.

 

big_banner
არქივი