logo_geo
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა
- +

1 თებერვალი. 2020. 15:12

 

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღარ არის. 31 იანვარს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე, ქვეყანამ გაერთიანება ოფიციალურად დატოვა.

 

„ბრექსიტის“ შემდეგ, 1 თებერვლიდან იწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წესებს დაემორჩილება, თუმცა, აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში.

 

2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

 

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 47 წლის განმავლობაში იყო.

 

 

 

big_banner
არქივი