logo_geo
კორონავირუსის გამო, ჩინეთში „Apple“-ის მაღაზიები დროებით დაიხურა
- +

1 თებერვალი. 2020. 15:15

 

კომპანია „Apple“-მა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩინეთში საცალო გაყიდვების ყველა მაღაზია დროებით დახურა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.

 

„Apple“-ის მაღაზიები, კორპორატიული ოფისები და საკონტაქტო ცენტრები ჩინეთში 9 თებერვლამდე არ იმუშავებს.

 

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 259 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა.

 

big_banner
არქივი