logo_geo
ემანუელ მაკრონი „ბრექსიტს“ ისტორიული მნიშვნელობის განგაშის ზარს უწოდებს
- +

1 თებერვალი. 2020. 17:10

                                                     

ისტორიული განგაშის ზარი – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას.

 

ეს წასვლა შოკისმომგვრელია. ეს ისტორიული მნიშვნელობის განგაშის ზარია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველამ უნდა გაიგონოს, გაიგონოს მთელმა ევროპამ და დაგვაფიქროს“, – აცხადებს მაკრონი.

 

მაკრონის თქმით, ამერიკისა და ჩინეთის კონკურენციის პირობებში აუცილებელია მეტი ევროპა.

 

ეს სევდიანი დღეა. მოდით, არ დავმალოთ. მაგრამ ეს ის დღეა, რომელმაც სხვანაირად ფიქრი უნდა დაგვაწყებინოს“, – აღნიშნა მაკრონმა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2016 წელს „ბრექსიტის“ კამპანია სიცრუეზე დაფუძნებული და გაზვიადებული იყო.

 

 

 

big_banner
არქივი