logo_geo
ნავთობზე ფასი რეკორდულად შემცირდა
- +

1 თებერვალი. 2020. 18:08

 

Brent-ის მარკის ნავთობი რეკორდულად გაიაფდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბარელზე ფასი ბოლო ვაჭრობისას $55,93-მდე დაეცა. ნავთობზე ფასი ერთ დღეში 2,45%-ით შემცირდა. ბოლოს ნავთობის ფასი მინიმუმზე 2019 წლის აგვისტოში დაფიქსირდა და ბარელზე $56 შეადგინა.  

 

მანამდე 2020 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ OPEK სხდომის მოწვევას გეგმავდა, სადაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ნავთობის ფასზე კორონავირუსის გავლენის საკითხის განხილვას გეგმავდა. 

იანვარში ნავთობზე ფასი 10%-ით შემცირდა. 

Brent-ის ტიპის ნავთობზე, 27 იანვარს ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობისას, ბარელზე ფასი $60-ს 2019 წლის 1 ნოემბრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა.

 

big_banner
არქივი