logo_geo
ავსტრალიაში, კანბერას გარეუბანში 55 ათასი ჰექტარი იწვის
- +

3 თებერვალი. 2020. 00:48

 

 

ავსტრალიაში ისევ ხანძარს ებრძვიან. კანბერას გარეუბანში ცეცხლი 55 ათას ჰექტარს უკიდია. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია ამჯერად საჭირო არ არის, რადგან ცეცხლი დასახლებული რაიონებიდან მოშორებით ტყეს უკიდია, თუმცა ავსტრალიის დედაქალაქის გარეუბნების მცხოვრებლებს მეხანძრეები სიფრთხილისკენ მაინც მოუწოდებენ.

 

ავსტრალიაში ხანძრები გასული წლის სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. დაიწვა 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი