logo_geo
ჰონგ-კონგში მედიკოსები ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით გაიფიცნენ
- +

3 თებერვალი. 2020. 12:53

 

 

ჰონგ-კონგში ასობით ექიმი და საავადმყოფოს თანამშრომელი კორონავირუსის საფრთხის შემცირების მიზნით ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით გაიფიცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ჰონგ-კონგმა სასაზღვრო და სარკინიგზო მიმოსვლა ჩინეთთან შეზღუდა, თუმცა ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს საზღვრის სრული დაკეტვა სურთ. 

 

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში 4 თებერვლიდან გაფიცვას ათასობით ექიმი შეუერთდება.

 

თუ საზღვარი სრულად არ ჩაიკეტება, ჩვენ არ გვეყოფა ადამიანური რესურსი, თავდაცვითი აღჭურვილობა და საიზოლაციო ოთახები დაავადებასთან საბრძოლველად“, – განაცხადა „საავადმყოფოების თანამაშრომელთა ალიანსის“ თავმჯდმარემ ვინი იუმ.

 

ჰონგ-კონგის ხელისუფლების განცხადებით კი, საზღვრის სრული ჩაკეტვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შორის არ არის.

 

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და 3 თებერვლის მონაცემებით, 361 ადამიანს მიაღწია. 

 

შეგახსენებთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 200-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 475 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

 

 

big_banner
არქივი