logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: პასუხი გავეცით იმ შეტევებს, რომელიც იდლიბში ხორციელდება
- +

3 თებერვალი. 2020. 12:53

 

 

ჩვენ პასუხი გავეცით იმ შეტევებს, რომელიც იდლიბში ხორციელდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ აი ერდოღანმა თურქულ მედიასთან განაცხადა.

 

ჩვენ პასუხი გავეცით იმ შეტევების გამო და ასე გავაგრძელებთ. ჩვენ განვაგრძობთ ოპერაციებს, რომ უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და იდლიბში ჩვენი ძმების უსაფრთხოება“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

მისივე თქმით, ვინც ეჭვქვეშ დააყენა თურქეთის შეუპოვრობა, მალევე მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა.

 

ერდოღანის განცხადებით, თურქული ავიაციისა და საარტილერიო თავდასხმების მიზანი დაახლოებით 40-მდე პოზიციაა.

 

ჩვენი შურისძიების დროს, დაახლოებით, რეჟიმის 30-35 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს იმ თავდასხმის საპასუხოდ მოხდა, რომელიც ასადის რეჟიმმა იდლიბში, თურქული ჯარების წინააღმდეგ განახორციელა“, - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ ანკარამ მოსკოვი არაერთხელ გააფრთხილა, თავიდან აეცილებინათ კონფრონტაცია რეგიონში.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების დროს იდლიბში 4 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

ცნობისთვის, რუსეთის დახმარებით, ბაშარ ალ ასადის რეჟიმი, იდლიბის პროვინციაზე, რომელიც ქვეყანაში აჯანყებულების გამაგრების უკანასკნელ ადგილს წარმოადგენს, გადამწყვეტ დარტმებს ახორციელებს. მედიის ცნობით, ძალებმა უკვე მოახერხეს პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის და სოფლების აღება.

 

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ასადის რეჟიმი და მოსკოვი გააფრთხილა, რომ იდლიბში ვითარება თუ არ დასტაბილურდებოდა, ანკარა უმოქმედოდ არ დარჩებოდა და ყველა ზომას მიმართავდა, მათ შორის სამხედრო ძალასაც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი