logo_geo
ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს
- +

3 თებერვალი. 2020. 15:23

 

               

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს. ეს განცხადება პეკინში მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა  საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გადაწყვიტა, ხოლო უცხოელებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ, შტატებში შესვლა შეუღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის ქმედებებს, დახმარების შეთავაზების ნაცვლად, მხოლოდშიშის წარმოქმნა და გავრცელება შეუძლია“.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰუა ჩუნინის განცხადებით, აშშ-ის ქმედებებმა შესაძლოა მხოლოდ შიშის შექმნასა და ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

ჩინეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ვაშინგტონს არსებითი დახმარება არ აღმოუჩენია და ქვეყანაში ჩინეთის მოქალაქეების შესვლის აკრძალვა მხოლოდ უარყოფითი ეფექტის მატარებელია.

 

ცნობისთვის 23 იანვარს, აშშ-ის ხელისუფლებამ ხუბეის პროვინციიდან დიპლომატების ნაწილობრივი გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

 

30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა ჩინეთიდან დიპლომატების ოჯახების 21 წლამდე ასაკის მქონე ადამიანების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-მა ასევე გადაწყვიტა, უარი უთხრას ნებისმიერ უცხოელს ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ.

 

 

big_banner
არქივი