logo_geo
ნავთობის ფასი შემცირდა
- +

3 თებერვალი. 2020. 22:05

 

 

ნავთობის ფასი ეცემა. „Brent“-ის მარკის ნავთობის ღირებულებამ ლონდონის ბირჟაზე დღეს ბარელზე 54,7 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 13 თვის მინიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.

 

„WTI“-ის მარკის ნავთობის ღირებულება კი ნიუ-იორკის ბირჟაზე 50,5 დოლარით განისაზღვრა. ბირჟის ანალიტიკოსები „შავი ოქროს“ გაუფასურებას ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირებას უკავშირებენ.

 

სააგენტო „Bloomberg“-ის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების გამო ნავთობზე მოთხოვნილება ჩინეთში დღე-ღამეში 3 მილიონ ბარელამდე შემცირდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი