logo_geo
კენიაში, დაწყებით სკოლაში ჭყლეტის დროს 13 მოსწავლე დაიღუპა
- +

4 თებერვალი. 2020. 00:54

 

 

კენიის დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში წარმოქმნილი ჭყლეტის დროს სულ ცოტა 13 მოსწავლე დაიღუპა და 39 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კაკამეგას დაწყებით სკოლაში მაშინ მოხდა, როცა ბავშვები გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სამსართულიანი შენობის კიბეზე ჩადიოდნენ.

 

ინფორმაცია კენიაში „წითელი ჯვრის“ პრეს-სპიკერმა პიტერ ებვაომაც დაადასტურა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი