logo_geo
თურქეთის არმიამ სირიაში 54 ობიექტი დაბომბა
- +

4 თებერვალი. 2020. 11:49

 

 

თურქეთის არმიამ სირიაში, იდლიბის პროვინციაში 54 ობიექტი დაბომბა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იერიშის შედეგად მოკლულია ასადის მთავრობის 76 სამხედრო.

 

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ანკარას სირიაში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ რუსეთი არ გაუფრთხილებია. განცხადებას არ ეთანხმება თურქული მხარე.

 

სირიაში თურქეთმა აქტიური სამხედრო მოქმედებები მას შემდეგ დაწყო, რაც 2 დღის წინ სირიის არმიის მხრიდან დაბომბვებს იდლიბში 5 თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ერდოღანის შეფასებით, რეგიონში ვითარება უმართავია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი