logo_geo
კორონავირუსი იზოლირებულია! - იტალიელი მეცნიერების აღმოჩენა
- +

4 თებერვალი. 2020. 12:44

 

 

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანცას განცხადებით, ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა საშიში კორონავირუსის იზოლირება შეძლეს.

 

მინისტრის განმარტებით, ვირუსის იზოლირებით კორონავირუსის ვაქცინის შექმნა უფრო დაჩქარდება, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.  ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ ავრცელებს

 

ვირუსის იზოლირება ნიშნავს, რომ გვექნება კიდევ მრავალი შესაძლებლობა, შევისწავლოთ იგი და ვებრძოლოთ მის გავრცელებას. ხოლო ჩვენი ცოდნა დაუყოვნებლივ გავუზიაროთ საერთაშორისო თანამეგობრობას, - განაცხადა სპერანცამ ჟურნალისტებთან.

 

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 427-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობა 20 000-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 667 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი