logo_geo
სომხეთში, ოპერაცია „გენაცვალეს“ ფარგლებში, საქართველოს ელჩის მანქანის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს
- +

4 თებერვალი. 2020. 13:11

 

ერევნის პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალური განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვის ფაქტი გახსნეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. 

 

ქვეყნის კრიმინალური დაზვერვის განყოფილებამ დანაშაულში ბრალდებული სომხეთის 22 წლის მოქალაქე გეგამ ს. დააკავა.

 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მანქანის სანომრე ნიშნები საქართველოს საელჩოს ბალანსზეა. სპეციალური ოპერაცია სახელწოდებით „გენაცვალე“ ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

 

 

big_banner
არქივი