logo_geo
ევროკავშირი ახალი წევრების მიღების წესის შეცვლას გეგმავს
- +

4 თებერვალი. 2020. 16:55

 

ევროკომისია საფრანგეთის ვეტოს დაძლევის მიზნით ქვეყნების გაწევრიანების წესებში ცვლილების შეტანას გეგმავს. ამის შესახებ „Reuters“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კომისია ცვლილებების პროექტს ოთხშაბათს წარადგენს, ბლოკის არსებულ წევრებს ახალი სახელმწიფოების მიღების მხრივ მეტ უფლებამოსილებას მისცემენ. კერძოდ, მათ გაწევრიანების პროცესის შეჩერება ან თავიდან დაწყება შეეძლებათ. 

 

პარიზში აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავრობას ცვლილებების პროექტი არ უნახავს.

 

კომისია ცვლილებებზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბლოკში სერბეთის, კოსოვოს, მონტენეგროს, ალბანეთის, ბოსნიის და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას  ვეტო დაადო. მაშინ მან განმარტა, რომ ახალი წევრების მიღების არსებულ წესებს რეფორმა სჭირდება. შემდეგი სამიტი ამ საკითხზე მაისში, ზაგრებში გაიმართება. კომისიის წევრებს იმედი აქვთ, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ მაკრონი ვეტოს გააუქმებს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი