logo_geo
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო, საკუთარ მოქალაქეებს ჩინეთის დატოვებისკენ მოუწოდებს
- +

4 თებერვალი. 2020. 20:53

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ჩინეთში მყოფ ყველა ბრიტანელს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა, რომ ახალი კორნავირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

 

საგარეო უწყების განცხადებით, ის მუშაობას აგრძელებს ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში მყოფი ბრიტანელების ევაკუაციის თემაზე.

 

„ჩვენ ჩინეთში მყოფ ბრიტანელებს ვურჩევთ, თუ შეუძლიათ ქვეყანა დატოვონ, რომ ეპიდემიის რისკები შემცირდეს. ჩვენ ვმუშაობთ ჰუბეის პროვინციაში მყოფი ბრიტანელების ევაკუაციის განხორციელებაზე“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

 

ჩინეთში დაახლოებით 30 000 ბრიტანეთის მოქალაქე იმყოფება. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაახლოებით 5 დღის წინ დადასტურდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი