logo_geo
დონალდ ტრამპმა ავღანეთში ომის დასრულების პირობა დადო
- +

5 თებერვალი. 2020. 12:25

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ავღანეთში ომის დასრულების პირობა დადო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა.

 

ჩენ ვმუშაობთ, რათა დავასრულოთ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი და დავაბრუნოთ სამხედროები სახლში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ფუნქცია არ არის, სხვა ქვეყნების სამართალდამცავი სააგენტო იყოს.

 

ავღანეთში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიმამაცემ მოგვცა საშუალება, არნახული პროგრესისთვის მიგვეღწია.

მე არ მინდა ასობით ათასი ადამიანის დახოცვა ავღანეთში, რომელთაგან ბევრი უდანაშაულოა. ასევე, აშშ-ის ფუნქცია არ არის, სხვა ქვეყნების სამართალდამცავი სააგენტო იყოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

დონალდ ტრამპმა ჯარისკაცებზე საუბრისას, მათ თავდადებაზეც გაამახვილა ყურადღება.  დონალდ ტრამპმა სერჟანტ უილიამსის ოჯახზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც  საკუთარ მოვალეობას  ავღანეთში ასრულებდა.

 

ამ დროს უილიამსის მეუღლე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი დონალდ ტრამპის მეუღლის, მელანია ტრამპის გვერდით, სასტუმრო აივანზე ისხდნენ.

 

„ბავშვებს თვეების განმავლობაში მამის სახე არ უნახავთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა და ყველა სამხედროს ოჯახს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

big_banner
არქივი