logo_geo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა დონალდ ტრამპის კონგრესში გამოსვლის ტექსტი დახია
- +

5 თებერვალი. 2020. 12:26

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონგრესში გამოსვლის ტექსტი საჯაროდ დახია. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლის ტექსტის ასლი მას კონგრესში მისვლის დროს გადასცა.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლაზე მისულმა აშშ-ის პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა. კადრებში ჩანს, რომ პელოსიმ ტრამპს ხელი გაუწოდა, მან კი ხელი არ ჩამოართვა.

 

დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ყოველწლიური გამოსვლით მესამედ წარსდგა.

როდესაც გამოცემა „Politico“ რეპორტიორმა ნენსი პელოსის აღნიშნული ქმედების განმარტება სთხოვა, პალატის სპიკერმა აღნიშნა, რომ სხვა ალტერნატიულ ქმედებებთან შედარებით მისი საქციელი თავაზიანი იყო.

 

პელოსიმ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლას, ბინძური სიტყვა უწოდა.

 

„თუ სხვა ალტერნატიულ ქმედებებს გავითვალისწინებთ, ჩემი ქმედება თავაზიანი იყო.  მისი გამოსვლა ნამდვილად ბინძური სიტყვა იყო“, - აღნიშნა ნენსი პელოსიმ.

 

 

big_banner
არქივი