logo_geo
იაპონიაში საკრუიზო გემზე 10 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირებული აღმოჩნდა
- +

5 თებერვალი. 2020. 13:48

 

 

იაპონიაში საკრუიზო გემ „Diamond Princess“-ზე კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი აღმოჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, გემზე, რომლის მგზავრთა ნაწილს ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი იმყოფება.

 

ექიმებმა 300 ადამიანი უკვე შეამოწმეს და პროცესი გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

 

საკრუიზო გემი იოკოჰამას პორტის აკვატორიაშია გაჩერებული. თავდაპირველად, ხომალდზე ვირუსი 80 წლის ჰონგ-კონგელ მამაკაცს დაუდგინეს.

 

როგორც იაპონური ტელეარზი NHK იტყობინება, ათივე პაციენტი, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 50 წელს გადაცილებულია. არსებული ინფორმაციით, სამი მათგანი იაპონიის მოქალაქეა, ორი ავსტრალიელი, სამი ჩინელი და ერთიც ამერიკელი. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია. არც ერთი პაცინეტის მდგომარეობა მძიმე არ არის.

 

საკრუიზო  ლაინერზე რამდენიმე ადამიანმა თავი ცუდად ორშაბათს იგრძნო, რის შემდეგაც გემზე ყველა ადამიანი შეამოწმეს.

 

ლაინერზე სულ  2666 მგზავრი და ეკიპაჟის 1045 წევრი იმყოფება. გემი სანაპიროსთან საკარანტინო პერიოდის გასვლამდე იქნება შეჩერებული.

 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად 492 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რიცხვი 24 000-ზე მეტია.

 

 

big_banner
არქივი