logo_geo
ლესოთოს პრემიერის ყოფილი მეუღლის მკვლელობაში მის ახლანდელ ცოლს ადანაშაულებენ
- +

5 თებერვალი. 2020. 16:02

 

 

ლესოთოს პრემიერ-მინისტრის ცოლს, მესეიე თაბანეს პრემიერის ყოფილი ცოლის, ლიპოლელო თაბანეს მკვლელობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

ლიპოლელო თაბანე 2017 წელს, დედაქალაქ მასერუში, თავისი სახლის მახლობლად მოკლეს. წყვილს მაშინ განქორწინების პროცესი ჰქონდა დაწყებული.

 

10 იანვარს მესეიე თაბანე გაუჩინარდა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი დაკავების ორდერი გასცა. ის დღეს სამხრეთ აფრიკის საზღვართან დააკავეს. გამოძიების კითხვებს ლესოთოს პრემიერი თომას თაბანეც უპასუხებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი