logo_geo
კირკ დუგლასი გარდაიცვალა
- +

6 თებერვალი. 2020. 11:44

 

ჰოლივუდის ვარსკვლავი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი „People“ მის ვაჟზე, მაიკლ დუგლასზე დაყრდნობით აცხადებს.

 

მთელი სამყაროსთვის ის ლეგენდა იყო, ის იყო კინოს ოქროს ხანის მსახიობი“, - განაცხადა მაიკლ დუგლასმა და აღნიშნა, რომ კირკ დუგლასმა მშვენივრად იცხოვრა, ხოლო კინემატოგრაფიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

კირკ დუგლასი მრავალი როლითაა ცნობილი, მათ შორის ფილმებით „სპარტაკით“ და „დეტექტიური ისტორიით“.

 

მან 10 წიგნი დაწერა. კირკ დუგლასი კინემატოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ მამაკაც მსახიობად ითვლება.

 

 

 

 

big_banner
არქივი