logo_geo
მილიონერი ბანკირი ბუტერბროდებს იპარავდა
- +

6 თებერვალი. 2020. 12:16

 

 

საინვესტიციო ბანკმა „Citigroup“-მა ტრეიდერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტრეიდერს ბრალს ბუტერბროდების ქურდობაში სდებენ.

 

როგორც ირკვევა, 31 წლის თანამშრომელი  კომპანია „Canary Wharf“-ს მთავარი ოფისის კორპორატიულ სასადილოში სენდვიჩებს იღებდა, საფასურს კი არ იხდიდა.

 

საინვესტიციო ბანკ „Citigroup“-ის ტრეიდერი პარას შახი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მაღალშემოსავლიანი ობლიგაციებით ვაჭრობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მისმა ხელფასმა გასულ წელს მილიონ ფუნტზე მეტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ „Financial Times“ ავრცელებს.

 

 

 

big_banner
არქივი