logo_geo
WikiLeaks-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო
- +

9 მარტი. 2017. 22:40



WikiLeaks-ის  ვებგვერდზე, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებზე საიდუმლო მასალების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება დაიწყო.


სპეცსამსახურები ამბობენ, რომ ჰაკერულ საქმიანობაზე დოკუმენტების მსგავსი სახით გამოაშკარავება სადაზვერვო სტრუქტურებს ზიანს აყენებს.


მიუხედავად ამისა, დაზვერვის ცენტრალური სააგენტო გასაჯაროებული დოკუმენტების ავთენტურობის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.


ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ WikiLeaks-ის  მიერ დოკუმენტების გამოქვეყნებით, ორგანიზაციამ ამერიკელების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა.


უწყებაში თვლიან, რომ მსგავსი სახით გამოაშკარავება სპეცსამსახურებს, რომელთაც შეერთებული შტატები ტერორისტებისა და სხვა მტრებისგან უნდა დაიცვას, ზიანს აყენებს.


ოთხშაბათს, WikiLeaks-მა ათი ათასამდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად კომპიუტერული ვირუსების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.


აღნიშნული ვირუსების საშუალებით, დაზვერვა კომპიუტერების, ტელეფონებისა და ტელევიზორების გამოყენებით, მოქალაქეთა ფარულ მიყურადებას ახორციელებდა.


გავრცელებული ცნობით, ამერიკელი სპეცსამსახურები ტელეფონების, კომპიუტერებისა და სხვა მოწყობილობების მოსასმენად საიდუმლო პროგრამებს იყენებდნენ.


WikiLeaks-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ჯერჯერობით, საიდუმლო დოკუმენტების მხოლოდ 1 % გასაჯაროვდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი