logo_geo
კორონავირუსით 638 გარდაცვლილი და 31 ათასზე მეტი ინფიცირებულია, გავრცელების არეალი გაიზარდა
- +

7 თებერვალი. 2020. 11:31

 

 

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 638-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 31 ათასზე მეტი ადამიანი.

 

უკვე დადასტურებულია, რომ ვირუსით ჩინელი ექიმიც დაიღუპა, რომელმაც ახალი ინფექციის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია. პარალელურად, ქვეყანას ტოვებენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები.

 

შეერთებულმა შტატებმა უხანიდან დამატებით 500-მდე მოქალაქის ორი სამგზავრო თვითმფრინავით ევაკუაცია უზრუნველყო.

 

ჩინეთიდან დაბრუნებული პირები რამდენიმე დღეს სამხედრო ბაზაზე -კარანტინში გაატარებენ. იაპონიაში საკრუიზო გემზე ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, ტაივანმა თავის პორტებში ყველა საერთაშორისო საკრუიზო გემის შესვლა აკრძალა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით 11 თებერვალს დაგეგმილ ფორუმზე იმსჯელებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი