logo_geo
ისრაელში ორი ათასი წლის თესლისგან ფინიკის პალმები გაზარდეს
- +

7 თებერვალი. 2020. 14:15

 

 

ისრაელში, იერუსალიმთან ახლოს, იუდეის უდაბნოში ნაპოვნი ორიათასწლიანი თესლისგან გადაშენებული შვიდი ფინიკის პალმა გაზარდეს.

 

უძველესი თესლი, რომელმაც აღმოცენება შეძლო, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში, ჰეროდე დიდის მიერ აგებულ სასახლეში და გამოქვაბულებში იპოვეს.

 

ბუნებრივი მედიცინის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის სარა სალონის ცნობით, მან კოლეგებთან ერთად, უძველესი თესლიდან ერთი ფინიკის პალმა ადრე უკვე გამოზარდეს, ახლა კი ჯგუფმა ერთდროულად ექვსი ხის გაზრდა მოახერხა. თესლი ზრდის ჰორმონებით დაამუშავეს და საკარანტინო ზონაში დათესეს.

 

ანალიზებმა აჩვენა, რომ თესლი ორი ათასი წლისაა. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ფინიკის პალმა სიმაღლით, ტკბილი ნაყოფით და სამკურნალო თვისებებით გამოირჩეოდა.

 

ისრაელში ფინიკის პალმების ბაღებმა გაქრობა ძვ.წ. I და II საუკუნეებში რომთან ომების შემდეგ დაიწყო. მეცნიერთა აზრით, იუდეის უდაბნოში ცხელი და მშრალი პირობების დამსახურებაა, რომ ამ პალმების თესლი გადარჩა.

 

 

big_banner
არქივი