logo_geo
გროზნოში „Новая газета“-ს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
- +

7 თებერვალი. 2020. 15:33

 

 

გუშინ, გვიან ღამით, გროზნოში, სასტუმრო „კონტინენტალის“ შესასვლელთან, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტს, ელენა მილაშინას და რუსეთში ცნობილ ადვოკატს, მარინა დუბროვინას, დაუდგენელი პირები დაესხნენ თავს. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა“ წერს.

 

ადვოკატი სასტიკად არის ნაცემი, თავდამსხმელები ძირითადად ქალები იყვნენ, რომლებიც დუბროვინას ხელებს და ფეხებს ურტყამდნენ  და თან საკუთარ ქმედებას კამერით იღებდნენ.

 

ელენა მილაშინა ამბობს, რომ მან არაერთხელ მიიღო მუქარა ჩეჩნეთის ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ რამზან კადიროვისგან.

 

მილაშინა და დუბროვინა გროზნოში ისლამ ნუხანოვის სასამართლოზე ჩავიდნენ, რომელიც მას შემდეგ დააკავეს, რაც მან კადიროვის გარემოცვის მდიდრული სახლები ვიდეოზე გადაიღო და ინტერნეტში გამოაქვეყნა.

 

ჟურნალისტი და ადვოკატი საჩივრით ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ.

 

აღსანიშნავია, რომ ელენა მილაშინა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს მკაცრად აკრიტიკებდა და ის ჩეჩნეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის შესახებ ბევრი საგამოძიებო მასალის ავტორიცაა.

 

 

big_banner
არქივი