logo_geo
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს პნევმონია არ დაუდგინდათ
- +

7 თებერვალი. 2020. 15:58

 

 

ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ჩინეთის ორი მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ პნევმონია არ დაუდგინდათ და მდგომარეობის გაუმჯობესების დინამიკაც დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მაია ეზუგბაიამ განუცხადა. 

 

ლაბორატორიული კვლევის შედეგი დღეს გახდება ცნობილი. მონაცემები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. 

 

ჩინეთის 1 მოქალაქე საქართველოში 28 იანვარს შემოვიდა, მეორე - 4 თებერვალს. 

ამ მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. 

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველო დაბალი რისკის ქვეყნებში რჩება, რადგან კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა.

 

 

big_banner
არქივი