logo_geo
უამინდობის გამო ევროპაში ავიარეისები გადაიდო
- +

10 თებერვალი. 2020. 10:17

შტორმ - "კიარას" გამო დიდ ბრიტანეთში 30 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. იორკშირის საგრაფოში დაიტბორა ქუჩები და შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება.

 

ძლიერი ქარი და წვიმაა სხვა ქვეყნებშიც. ამსტერდამის აეროპორტში 240 ავიარეისი, ფრანკფურტის აეროპორტში კი 180 ავიარეისი გადაიდო. რეისები გააუქმა ავიაკომპანია "ლუფთჰანზამ" მიუნხენის აეროპორტშიც.

 

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ტემპერატურის მკვეთრად დაცემას და თოვლს ელოდებიან შოტლანდიაშიც.

big_banner
არქივი