logo_geo
აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია ლიდერობს
- +

10 თებერვალი. 2020. 10:32

 

 

აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია ლიდერობს. მმართველმა პარტიამ „ახალმა აზერბაიჯანმა“ 125-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 69 მანდატი მოიპოვა.

 

ამ ეტაპზე ხმების 87%-ია დათვლილი. ილჰამ ალიევს და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა თურქეთის პრეზიდენტმა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა მიიღო.

 

ქვეყნის ისტორიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა.

 

 

big_banner
არქივი