logo_geo
სიდნეის ქუჩები მდინარეებად იქცნენ
- +

10 თებერვალი. 2020. 13:03

 

 

48 საათის განმავლობაში სიდნეიში ნალექის ორი თვის ნორმა მოვიდა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიის მედიასაშუალებები ავრცლებენ.

 

მეტეოროლოგების ინფორმაციით, 1998 წლის შემდეგ რეგიონში ეს ყველაზე ძლიერი წვიმაა.

 

ქალაქის ქუჩები დაიტბორა, შტორმულმა ქარიშხალმა ხეები წააქცია, ხოლო სანაპიროებზე ზღვის ტალღამ 14 მეტრს მიღწია. ქარის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 150 ათასამდე ადამიანი.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, კოკისპირული წვიმები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი